გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ბურთის გადაცემა და ბურთის
ტარება,დამწყები
კალათბურთელთათვის.
|
სწავლების საფეხური
|
მეშვიდე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
28
განსაკუთრებული მიდგომების
საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ამ გაკვეთილის დროს,მოსწავლეები ავარჯიშბენ
სისწრაფეს,მოქნილობას,აკონტროლებენ საკუთარ ძალებს,ფიზიკური აქტივობის ყველა ძირითადი
და აუცილებელი სამოძრაო უნარებისწარმოჩენა.ძირითადი სპორტული
თამაშების წესების ჩამოყალიბება.ორგანიზმის გაკაჟებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი
ფიზიკური აქტივობების განვითარება.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები აქტივობისას წარმოაჩენენ ყველაძირითად და აუცილებელ სამოძრაო უნარჩვევას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა 5-6კლ. შეისწავლეს მკერდიდან ორი ხელით ბურთის გადაცემა,სროლა კალათში ტარების შემდეგ.ბურთის ტარება ხელების მონაცვლეობით.საჯარიმო სროლები
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან
განმავითარებელი მეთოდის შეფასებით.მოძრაობის დაწყება და დამთავრება. ხალისით მონაწილეობს
ფიზიკურ აქტივობებში, გუნდური თამაშობისას იცავს დისციპლინას, მოქმედებს სხვებთან
შეთანხმებულად საერთო სპორტული მიზნის მისაღწევად.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კალათბურთს ბურთები,კომპიუტერი,პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
მოსამზადებელი ნაწილი (15წთ) მოწყობა, გათვლა,პატაკი, მისალმება, ბრუნები, ადგილზე სიარული, დარბაზის
ირგვლივ სიარული სირბილზე გადასვლით, მოწყობა. საერთო განმავითარებელი ვარჯიშების
ჩატარება. გადაწყობა ერთრიგად და შესასწავლი თემის გაცნობა.
ძითადი ნაწილი (20წუთ.) კომპიუტერით ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ ფოტო და ვიდეო მასალას,რომელიც ეხება ასახსნელ მასალას.(ახსნა და შეკითხვები). ბურთის ტარება და პასების გადაცემა ერთმანეთში, გუნდური შეჯიბრება, რათა უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს მოძრაობის შესრულებამ.
დასკვნით ნაწილი–შეჯამება(10წუთ.) ჯგუფის
მოწყობა,სიარული სუნთქვითი ვარჯიში. შესრულებული თამაშის ანალიზი,მოსწავლეთა
აქტიურობის შეფასება, გაკვეთილის შეფასება.
|
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი
Комментариев нет:
Отправить комментарий